saqarTvelos mwvervalebi - ninoSvilis mwvervali
ნინოშვილის მწვერვალი - კლდოვანი მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე, მდინარე ზესხოს (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვისა დონიდან 3500 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და ქვედაიურული ასპიდური ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. 1938 წელს მწვერვალზე ავიდა ქართველ ალპინისტთა ჯგუფი ალ. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და უწოდა ეგნატე ნინოშვილის სახელი.